ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, Ford Transit- ის მძღოლი ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა კაცი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე დაიღუპა.  

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი