საქართველოში COVID-19-ით რეკორდულად ბევრი - 49 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 976 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა ასევე რეკორდული რაოდენობის - 4 048 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 104732 
  • გამოჯანმრთელებულია - 85639 
  • გარდაცვლილია - 976 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2159
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3449
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6189
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი