ცხოველთა უფლებათადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან - აქციის მონაწილები უწყებას მოუწოდებენ, დაისაჯოს პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიუსაფრი ძაღლი ავტომობილით გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე კახა კალაძესთან დაახლოებული პირია და სწორედ ესაა დაუსჯელობის მიზეზი.
"კანონდარღვევებს აუცილებლად დავაყენებთ სახელმწიფო ინსპექტორთან. მათ შორის, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას, რათა კანონი აღსრულდეს", - ამბობს "ლელოს"-ს წევრი, ლევან კობერიძე.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო-კამერების ჩანაწერები, პოლიციას ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.