უწყებათაშორისო სააკორდიანციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 2 157 თბილისიდანაა.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531.