კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ საქართველოში 1000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა.

23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში  COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 1 012.

აქვეო - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.  

გამოჯანმრთელდა 3 531 ადამიანი და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 89 170 გახდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 108690 
  • გამოჯანმრთელებულია - 89170 
  • გარდაცვლილია - 1012 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2137
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3736
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6221
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი