კორონავირუსის შემთხვევების დღიური მატების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებით, კორონავირუსის შემთხვევების დღიური მატების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

  • 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 3 986 118 ადამიანიდან კორონავირუსი 4 048 პაციენტს დაუდასტურდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.10%-ზე მეტია (დაახლ. 0.1016%). 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ლუქსემბურგი, ლიტვა, ხორვატია, მონტენეგრო და ანდორა მოსდევს.

New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმადაც, ბოლო კვირის განმავლობაში, საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. 

New York Times-ის რუკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2 807 ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

რაც შეეხება მსოფლიოს, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი