თბილისში, რესტორან "ვარაზთან" ცივი იარაღით, ერთი ადამიანი დაჭრეს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. რა გახდა დაჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "მთავარს" შინაგან საქამეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.