ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 051 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 111 818 
  • გამოჯანმრთელებულია - 92 215 
  • გარდაცვლილია - 1 051 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 102
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 739
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 192
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 41 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი