გლდანის კარფურში, სადაც გუშინ ახალგზარდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - პოლიციელებმა თვითმხილველები დაკითხეს.
უწყების წარმომადგენლებმა შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს.
რაც შეეხება ქალს, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ცნობისთვის, გუშინ "კარფურის" გლდანის ფილიალში დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა.
უწყებამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული პირია, რომელმაც შსს-ს ცნობით, შემაკავებელი ორდერი დაარღვია, ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა და საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: საბა ბუაძე