65 ლარამდე წაიღეს, რკინის ლარიანები და 2-ლარიანები, სხვა ვერაფერი - "გალფის" დაყაჩაღების დეტალები

გამოქვეყნდა:

ხაშურში "გალფის" ბენზინგასამართი სადგურიდან შეიარაღებულმა პირებმა თანხა წაიღეს - შსს-მ მომხდარზე 2 პირი უკვე დააკავა. 

როგორც ბენზინგასამართზე მომუშავე ერთერთი ადამიანი ამბობს, დამნაშავეებმა მხოლოდ მინიმალური რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს. 

"თურმე თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, მოგვეცი ფული და არაფერი მოხდებაო. როგორც ვიცი, 65 ლარამდე თანხა წაიღეს, რკინის ლარიანი და ორლარიანები, სხვა ვერაფერი", - ამბობს "გალფის" თანამშრომელი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი