მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნლისტებს უთხრა, დეკემბერ-იანვარი იქნება ის პერიოდი, როცა დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.
რა თქმა უნდა ორი განსაკუთრებული თვე ეს იქნება ალბათ დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იქნება, მსჯელობა მიმდინარეობს. ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შეიძლება ამის შესახებ კონკრეტულად ხალხს გააცნოს, არის საკოორდინაციო საბჭო. მეტის თქმის უფლება მე სამწუხაროდ, არ მაქვს ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები იქნება წერტილოვანი.