ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - რკინიგზის დასახლებაში დღეს, 25 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც "გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე კი, სამართალდამცველები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: გიორგი ახალკაცი.