ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 25 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 085 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 114 889
  • გამოჯანმრთელებულია -  95 581
  • გარდაცვლილია - 1 085 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 071 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 723
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 145
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი