
თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 850 მილიონ ლარამდე შემცირდება.
მერის თქმით, ბიუჯეტი მომავალი წლის განმავლობაში დაკორექტირდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი ტრანსფერი ჩაირიცხება და თბილისელების ყოველდღიურობა, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, არ გაუარესდება.
"რატომღაც ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ თითქოს დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება, თანხა რომელიც გაიგზავნა 840 მილიონი ლარი, ეს არის პირველადი ბიუჯეტი, მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ გავწვდებით, რომ მნიშნველოვან პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ." – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.
კალაძე ფინანსური დოკუმენტის პირველად ვერსიას თბილისის საკრებულოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ მერიის ბიუჯეტის შემცირების პარალელურად, კახი კალაძე მერიის თანამშრომლების ხელფასებს გაზრდის.
2020 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 266 მილიონი ლარით მცირდება, აქედან 125 მილიონი ლარი მოაკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 34 მილიონი ლარითაა შემცირებული სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო მშენებლობებზე მერიამ დაფინანსება 97 მილიონი ლარით შეამცირა.