2021 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, როგორც ირკვევა ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ ხელფასებს იზრდიან, სხვა დანარჩენ შემთხვევში დაფინანსება შემცირებულია.
2020 წლეთან შედარებით, ბიუჯეტი 266 მილიონი ლარით მცირდება, აქედან 125 მილიონი ლარი მოაკლდა ინფრასტრუქტურულს პროექტებს, 34 მილიონი ლარითაა შემცირებული სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო მშენებლობებზე მერიამ დაფინანსება 97 მილიონი ლარით შეამცირა.
სამაგიეროდ, კალაძის უწყებამ 5 მილიონ 500 ლარით თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია მოქალაქეები საკუთარი ჯიბეებიდან გადახდილი ფულის საჯარო მოხელეების ხელფასებში დახარჯვას გაუმართლებლად და უსამართლოდ მიიჩნევენ.
ხელისუფლების ოპონენტები თბილისელების ფულის არამიზნობირ ხარჯვაში კახი კალაძეს ადანაშაულებენ. გაუმართლებლად მიიჩნევენ, როდესაც ხალხის ფული არა ხალხს, არამედ მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასების ზრდას ემსახურება. ამბობენ, რომ კალაძის იუწყება მხოლოდ საკუთრი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და პანდემიის პირობებში ხალხის ბედით არ ინტერესდება.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე ამ დრომდე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მერიისთვის შენიშვნები არ გადაუგზავნიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაზე პრეტენზია არ აქვთ, სამაგიეროდ, ოპოზიცაში აცხადებენ, რომ ქვეყნაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების გათავლაისწინებით ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ბიუჯეტის პროექტის სახელფასო კომპონენტზე კითხვები აქვთ ეკონომისტებას და ხალხის ფულის განაწილებას არასწორად და უსამართლოდ მიიჩნევენ. ამბობენ, რომ თუკი სახელმწიფო სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებდა არ მოწუვდა თანხების დაზოგვა სოცილაურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამის გათვალისწინებით კი, შესაბამისად 2021 წელი ხალხისთვის უფრო რთული და მძიმე იქნება.
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 844 მილიონით განისაზღვრა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს თბილისის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტს დაააკმაყოფილებს.