მოგუდვას მიპირებდა, სხვა პაციენტმა გადამარჩინა - ექთანი, ვისაც ბათუმში კოვიდპაციენტი თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

41 წლის მამაკაცს, რომელიც ბათუმის კოვიდსასტუმროში ექთანს დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა, ხელში ე.წ. ბრიტვა და თერმომეტრის გადანატეხი ეჭირა, რომელიც, დაზიანებული მედიკოსის თქმით, ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და რომ არა სხვა პაციენტი, რომელიც ექთანს მიეშველა, შემთხვევა, შესაძლოა, ფატალურადაც დასრულებულიყო.

კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, პაციენტის მხრიდან დამატებთ, "რაიმე ძლიერი" პრეპარატის მოთხოვნა გახდა, რომელიც ექთანმა არ დააკმაყოფილა. 

ექთანმა დაზიანებები, ძირითადად, მაჯაზე მიიღო. მედიკოსები ამბობენ, რომ მამაკაცი, ზოგადად, აგრესიული იყო და ამის მიზეზად ერთერთ სამედიცინო პროგრამაში მის ჩართულობას ასახელებენ. 

თვითმხილველები დაცვის სამსახურის დროულ რეაგირებასაც  უსვამენ ხაზს, ამავე დროს ამბობენ, რომ ექთნის დაზიანების შემდეგ კოიდპაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა და მე-14 სართულიდან აპირებდა გადმოხტომას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი