ახალი შეზღუდვების შესახებ კონკრეტული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კანცელარიაში მთავრობის წევრები და ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრებს ბიზნესმენებიც ესწრებიან ქვეყნის ეკონომიკის ისედაც უმძიმეს მდგომარეობას მკაცრი ჩაკეტვები კიდევ უფრო დაამძიმებს. მოსალოდნელია რომ უმუშევრების არმიას კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება.
ბიზნესმენებმა შეხვედრის შემდგ კომენტარები მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან გააკეთეს. ჟურნალისტებთან კი კომენტარი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელმა გააკეთა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ეს სფერო დგას. ის უკმაყოფილებას გათქვამს ეპიდემიოლოგების მიმართ და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სწორედ ისინი იღებენ.
საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი