25 მემანქანეს კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა. კიდევ 25 იზოლაციაშია. ტესტის პასუხს დანარჩენებიც ელოდებიან, მაგრამ მანამდე მაინც ამუშავებენ.
კოვიდ ინფექციის სწრაფად გავრცელების გამო ყოველდღიურად მეტროპოლიტენს მინიმუმ 1 მემანქანე აკლდება. ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფ სხვა თანამშრომლებს კი აიძულებენ მუშაობა გააგრძელონ. ამან მიწისქვეშეთში ეპიდაფეთქება გამოიწვია და ახლა ყოველ მეორე თანამშრომელს კორონავირუსი აქვს.
მეტროში დეზინფექცია მხოლოდ 24 საათში ერთხელ ტარდება, რაც ვერც მგზავრებს და ვერც თანამშრომლებს ვირუსისგან ვერ იცავს.
ამ ყველაფრის მიუხედავად მეტროპოლიტენი ისევ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ხალხის ნაკადი შედარებით შემცირებულია, მაგრამ მატარებლები იგივე ინტენსივობით დადიან. მემანქანეები დედაქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ თავის დროზე არც შესაბამისი ტესტირება გაუკეთეს და არც მათი მოთხოვნა გაიზიარეს- მუშაობის სხვა რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მეტროს მუშაობის შეწყვეტა დიდ პრობლემებს გაუჩენს ხალხს, მაგრამ მემანქანეების თქმით, თუ მუშაობის სხვა რეჟიმზე სწრაფად არ გადავლენ, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.