"მე ვემშვიდობები მეგობარს, მსოფლიო კი - საუკუნო გენიოსს" - რონალდუ

გამოქვეყნდა:

პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო მარადონას გარდაცვალებას Twitter-ზე ეხმიანება. 

"დღეს მე ვემშვიდობები მეგობარს, მსოფლიო კი - საუკუნო გენიოსს. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო, უბადლო ჯადოქარი. ის ძალიან მალე წავიდა, დატოვა უსაზღვრო მემკვიდრეობა და შეუვსებელი სიცარიელის განცდა. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ. არასდროს დაგივიწყებთ", - წერს ფეხბურთელი. 

მარადონას პელეც გამოემშვიდობა შემდეგი სიტყვებით - "მოვა დღე, ზეცაში ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს".

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ლეგენდად წოდებული მარადონა დღეს, 60 წლისა, საკუთარ სახლში გარდაიცვალა

ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი