
მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა - ლარის ინფლაციის შეჩერება ვერც, აუქციონზე 46 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ მოხდა. ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება ისევ 3 ლარი და 31 თეთრია.
ხორბლისა და ფქვილის გაძვირების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პური ფასი თითქმის 10 თეთრით გაიზარდა. ასევე 10 თეთრით გაძვირდა ქვეყანაში ბენზინიც.
გარდა იმ ნეგატიური ეფექტისა, რომელიც მომდინარეობს კურსიდან, დაემატება საწვავის ფასიც და შესაბამისად მივიღებთ კიდევ უფრო მეტად გაძვირებულ ფასებს, - ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია.
ნავთობპროდუქტების იმპორტთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები გაიზრდება, ამიტომ ნავთობის ფასების კორექტირება ამ მხრივაც მოხდება.
აქვე გეტყვით, რომ მარტის თვიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა $823 მილიონზე მეტი გაყიდა რეზერვებიდან, მათ შორის, დღეს 46 550 000, თუმცა ეს ლარის გამყარებას არ შველის. შედეგად, ფასები ყველაფერზე გაიზარდა; მხოლოდ საწვავი ბოლო რამდენიმე კვირაში 5-10 თეთრით გაძვირდა.