ტაქსით გადაადგილებისას, გარდა პირბადისა, შეზღდუვები არ წესდება

გამოქვეყნდა:

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაოდენობრივი ლიმიტაცია არ იქნება ტაქსით მგზავრობისას ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფონზე. 

"ტაქსებთან მიმართებით, არანაირი სპეციფიური შეზღუდევბი არ წესდება, გარდა პირბადის ტარებისა. არც რაოდენობის შეზღუდვები წესდება.  რაც შეეხება მეტროს - ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი " - თქვა პრემიერმინისტრმა. 

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28   ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

შეზღუდვების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი