სათხილამურო ტრასები და საბაგიროები არ გაიხსნება, სასტუმროებს კარანტინისთვის გამოიყენებენ-ზამთრის სეზონი ჩავარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის მიღმა, ქალაქებსა და სოფლებში ამბობენ, რომ შიმშილი ელით, რადგან გაზაფხულზე გამოცხადებული ლოქდაუნის შემდეგ ჯერ ისევ ძალიან უჭირთ . 

კახეთში, სადაც წელს მთავარი შემოსავლის, ყურძნის რეალიზებაც ვერ შეძლეს, ამბობენ, რომ ჩაკეტილ და უსამსახუროდ დარჩენილ ქვეყანაში ახალი წელი მხოლოდ ხელისუფლებისთვის მოვა. 

მძიმე დღეებს ელიან ქუთაისში. აქ ამბობენ, რომ მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ან პურის ფული დაზოგონ და ფეხით იარონ ბაზრამდე, სადაც დასაქმებულები არიან, ან გაყიდული პროდუქციიდან მიღებული მცირე მოგება ტაქსში დახარჯონ. 

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მცირე ბიზნესმენები. კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მიტანის სერვისით არსებობას ვერ შეძლებენ.

ბათუმში, სადაც წლევანდელი სეზონი ჩავარდა და ამაში დიდი წვლილი ზუსტად ზაფხულის სეზონზე ქალაქში კოვიდის აფეთქებამ შეიტანა, ახლა სრულიად უსუსურები არიან იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც ხელისუფლების პირველი პირებისგან დღეს მოისმინეს. 

სრული ლოქდაუნის ტოლფასია მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება იმ პირებისთვის, ვინც შემოსავალ სამთო სათხილამურო კურორტებზე იღებდა. 

წელს სეზონი არ იქნება, არც სათხილამურო ტრასები გაიხსნება და არც საბაგირო. სასტუმროები კი მხოლოდ საკარანტინე სივრცეებისთვის გამოიყენება. აქ მოსახლეობა ფაქტობრივად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი