ბიზნესმენები 10 ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას აანონსებენ - ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

გამოქვეყნდა:

ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, ბიზნესმენები კი, ათი ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას აანონსებენ. მათი ვარაუდით, მომდევნო რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იქნება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მოლოდინი, როგორც ჩანს არ გამართლდა, ისინი მთავრობასთან გამართული კონსულტაციების ფასადურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი მთავარი რეკომენდაციები არ გაითვალსიწინა.

"როგორ უნდა ისულდგმულონ ჩვენს სფეროში ადამიანებმა, წარმოუდგენელია. უამრავი ადამიანი კარგავს სამსახურს, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა მოხდება მის თავს," - ამბობს "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" დირექტორი, ლევან ქოქიაშვილი. 

"აი სი არ ჯგუფის" დამფუძნებელი, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ 2021 წელს ბიზნესი დაუგეგმავი შეხვდება. 

" პირველი ლოქდაუნის შემდეგ 80%-თ შეგვიმცირდა რეალიზაცია და ფაქტიურად ზარალზე ვამუშავებდით. იანვარი - თებერვალი ბევრად რთული პერიოდი იქნება, ყველაზე რთულია 2021 წელს ჩვენ ფაქტიურად ვერ ვიგეგმებით და ვცხოვრობთ კვირიდან კვირამდე. ათი ათასობით საახალწლოდ, ლოგიკურად, ალბათ უმუშევარი დარჩება. გააჟღერეს, რომ სარესტორნე ბიზნესის პროცენტის სუბსიდირებას გავაკეთებთ, მაგრამ კარგი - პოცენტის სუბსიდირება ბიზნესისთვის, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც უმუშევარად რჩება იმან, რა უნდა ჭამოს?! " - კახა ხაზარაძე

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს:

28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება -  სია სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი