ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.