გლდანის ხიდზე 4 ავტომანქანა, მათ შორის ერთი სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა და საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება მძიმე არ არის.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.