დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი -  4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -123 470
  • გამოჯანმრთელებულია - 102 270
  • გარდაცვლილია - 1 161
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 114
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 863
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 251
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი