ქარელში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ქარელში, ამირეჯიბის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც გუშინ, ღამით, ქარელის საავადმყოფოში გადაიყვნანეს. ექიმი ამბობს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.

"112-ის მიერ შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი 31 წლის კომატოზურ მდგომარეობაში, ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე. გამოძახებულია რეფერალური სამსახური და გადაიყვნანენ შემდგომი გამოკველებისა და მკურნალობის მიზნით," - ამბობს ექიმი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი