გველოდება მძიმე ეკონომიკური პერიოდი - ფინანსისტები ახალი შეზღუდვების ამოქმედებაზე

გამოქვეყნდა:

ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება - ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის მეირ დაწესებული შეზღუდვების ფონზე რთულ და მძიმე რამდენიმე თვეს აანონსებენ. არ გამართლდა არც ბიზნესმენების მოლოდინი, ისინი მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებს ფასადურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი მთავარი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია ამბობს, რომ მცირე ბიზნეს ახალი შეზღუდვების დაწესების პირობებში არსებობა გაუჭირდება. ჭყონიასვე თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებიც გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან და სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ლოქდაუნის გამოცხადებამდე მათთან კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა. 

"მცირე ბიზნესის წარმოამდგენლებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება იმ რეგუალციების გადალახვა, რომლებიც შემოვიმცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება იმ რეგულაციების გადალახვა, რომლებიც შემოვიდა, განსაკუთრებით კი სარესტორნე ბიზნესს ძალიან მძიმედ დააწვება. ჩვენ ამ ბიზნესთან რგოლში ვართ, რადგანაც მიწოდებული გვაქვს მილიონობით ლარის ღირებულების პროდუქცია და ალბათ, კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ შემდეგ ამ თანხების ამოღება. ბევრი პრობლემის წინაშე დადგებიან სადისტრიბუციო კომპანიები იქიდან გამომდინარე, რომ თანხების ამოღება საკმაოდ გაჭირდება ქსელიდან. ვფიქრობ, სანამ ლოქდაუნი გამოცხადდებოდა იქამდე უნდა დაედო გეგმა, უფრო მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო ბიზნესთან, რა ცუდი შედეგები შედეგები შეიძლება მიგვეღო ეკონომიკურად და ამის შემდეგ გამოეცხადებინა ის წერტილოვანი შეზღუდვები, რაზეც არის საუბარი," - ამბობს ივა ჭყონია 

რაც შეეხება 100 და 200 ლარიან დახმარებას, რომელსაც სოციალურად დაუცველები და უმუშევრად დარჩენილები მიიღებენ, ეკონომისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს დახმარება ამ მძიმე პერიოდში და თან ზამთარში, მოქალაქეებისთვის შეღავათი ვერ იქნება. 

"გველოდება მძიმე ეკონომიკური პერიოდი. კომპანია გაკოტრდება, ბევრი სამუშაო ადგილები დაიკარგება, და ეს ერთჯერადი დახმარებები იმის კომპენსაცია ვერანაირად ვერ იქნება. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის რომ შეზღუდვები ისე ყოფილიყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, გაზაფხულზეც და ახლაც. ის ილუზია, რომ ახლა ჩავკეტოთ ეკონომიკა და მერე რაღაც კომპენსაციას გავაკეთებ ბიუჯეტიდან ეს მხოლოდ ილუზიაა და არ მუშაობს," - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი