ქარელში რუსთავიდან სამუშაოდ წასული ორი ახალგაზრდა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. სახლში კიდევ ერთი კაცი იმყოფებოდა, რომელიც ქარელის რაიონულ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იყო და ახლა კატასტროფის ჯგუფს ქარელიდან თბილისში გადმოჰყავს. შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.