თავისუფლება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას - აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება 

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას" - დღეს 5 საათზე სამოქალაქო აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ინფორმაციის დამალვას გააპროტსებენ. ისინი ზალკალიანის უწუყებისგან მოითხოვენ გახადოს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას დაამტკიცებს.

სამოქალაქო აქტივისტების დაკავებულების ადვოკატებზე დაყრდნობით ამბობენ, თითქმის ერთი თვეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ აწვდის დაცვის მხარეს 2016 წელს დაწყებულ
გამოძიებასთან დაკავშირებით, მაშინაც დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი გამოიკითხა, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება შეწყვიტა. აქტივისტების აზრით ეს თემა წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გაწირა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ლოკაცია, ვინაიდან უკვე ერთ თვეზე მეტია ადვოკატებს უწყება არ აძლევს იმ დოკუმენტებს, რომელმაც შესაძლოა დაამტკიცოს ამ ორი ადამიანის უდანაშაულობა. ვხედავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა მხარედ ამ საქმეში და პროკურატურასთან და სხვა სახელისუფლებო სისტემებთან ერთად იღებს მონაწილეობას იმ დანაშაულში, რომელიც ხორციელდება ივერისა და ქალბატონი ნატალიას მიმართ. სწორედ ამიტომ მივდივართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს დრეს რეჟიმი და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ივანიშვილის ძალაუფლებას შეწირული ადამიანები და გამოვუცხადოთ მათ ჩვენი სოლიდარობა," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა 

ივერი მელაშვილის, მეუღლე თამარ სუალძე ამბობს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მას სამართლიანობის მიღწევაში ეხმარება. 

შეგახსენებთ რომ კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლოს პასუხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას მიიღებს იმ სადავო რუკებთან დაკავშირებით, რომლებიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას კაბინეტებიდან ამოიღეს.

აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. მელაშვილსა და ილიჩვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი