დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთაზე - ჯომოლუნგმაზე ასვლას შეადარა.
"შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, მე რომ ვამბობდი ხოლმე გაზაფხულზე ჯომოლუნგმას ვადარებდი, ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ", - თქვა მან.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.