
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 1000 ლარამდე შემცირების ინციატივას განმარტავს და ამბობს, რომ ხელფასი უნდა შეუმცირდეს ყველას, ვისაც 1150 ლარზე მაღალი ანაზღაურება აქვს.
"დღის სტუმარში" საუბრისას ჯანგირაშვილი ამბობს, რომ მას ეს ციფრები ჰაერიდან არ მოუტანია და იმ შემთხვევაში თუ მაღალჩინოსნები, მათი მოადგილეები და პიარსამსახურები, სადაც ყველაზე დიდი საბიუჯეტო ფული იხარჯება, ხელფასებს შეიმცირებენ, ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობაში დაეხმარება:
ეს ციფრები არ არის ჰაერიდან მოტანილი. ბიზნესი ვეღარ იხდის, გაჩერებულია, საიდან უნდა მოვიდეს ეკონომიკური ზრდა და საიდან უნდა შევიდეს ბიჯეტში ფული? ბიზნესი აღარა არსებობს და რა გამოდის? ჩვენ მაინც უნდა ამოგვაძრონ როგორმე ეს ფული და უნდა ვუხადთ მინისტრის მოადგილეს 5 ათასი ლარი, 6 ათასი ლარი, კალაძის პიარში 55 კაცი რომ ჰყავს დასაქმებული მათ უნდ ვუხადოთ 5 ათასი ლარი, გახარიას პიარში დასაქმებულებს, კანცელარიაში დასაქმებულებს..."- ამბობს ჯანგირაშვილი.
მისივე თქმით, სიპებსა და აიპებში, სადაც ძირითადად "ოცნების" პარტაქტივია დასაქმებული, ხელფასებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით უხდიან, რაც ბიუჯეტს ტვირთად აწევს
მე არ ვამბობ საშუალო და დაბალ რგოლზე, ვისზეც ყველაზე მეტი შრომა გადადის და უსამართლოდ ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ. მე ვამბობ, ვისაც აქვს 1150 ლარზე მაღალი ხელფასი, მას შეუმცირდეს.
დეპუტატებმაც, მინისტრებმაც, მათმა მოადგილეებმაც, მთელმა ბიუროკრატიამ, სიპებმა, აიპებმა "ოცნების პარტაქტივმა" რომელიც იღებს 2 ათს, 3 ათას, 4 ათას ლარს, შეიმციროს ეს ხელფასი, მერწმუნეთ დიდი სხვაობა გვექნება და დიდი თანხა დაგვრჩება ჯანდაცვის ბიუჯეტს მაინც მოემატება ეს თანხა" ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, ნინო ჯანგირაშვილი მაღალშემოსავლიანი საჯარო მოხელეების ხელფასების 1000 ლარამდე შემცირების ინიციატივით მას შემდგ გამოვიდა, რაც ხელისუფლებამ ქვეყანაში ახალი შეზღდვები დააწესა. ჯანგირაშვილი პეტიციის შექმნას და ხელმოწერების შეგროვებას ითხოვს.