ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ზურაბ არდაზიშვილი ტრავმატოლოგი იყო და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რამდენიმე საათის წინ კორონავირუსით, "იმედის კლინიკის" ექიმიც დაიღუპა.