თბილისი ახალი ეპიდაფეთქების მოლოდინში-პარალიზებული ქალაქი "ლოქდაუნამდე" ერთი დღით ადრე

გამოქვეყნდა:

დღეს პარალიზებული იყო დედაქალაქის ყველა უბანი. გადაადგილება გართულებული იყო როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე პირადი ავტომობილებით. კილომეტრიან საცობში მდგარი მოქალაქეები ხელისუფლების უუნარობასა და არასწორ დაგეგმარებაზე საუბრობდნენ.

დღეს დიდი რიგები იყო სავაჭრო ცენტრებში.

მოქალაქეები დისტანციის დაცვის გარეშე ცდილობდნენ სასურველი პროდუქციის ყიდვას.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვერც ამჯერად შეძლო მოქალაქეების  ჯანმრთელობაზე  ფიქრი და ვერ გაითვალისწინა, რომ ლოქდაუნამდე ერთი დღით ადრე ადამიანების გაფრთხილება დიდ ქაოსს გამოიწვევდა. ხელისუფლებამ ვერც ის გაითვალისწინა, რომ დღეს "შავი პარასკევია", დღე, რომელსაც განსაკუთრებული ფასდაკლების გამო თითქმის მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან.  

ბაზრის მოვაჭრეები, მიკროავტობუსის მძღოლები, კონსულტანტები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები ხვალიდან შემოსავლის გარეშე  რჩებიან. მათი უმრავლესობის ერთადერთი საარსებო წყარო სწორედ  დღიურად გამომუშავებული რამდენიმე ლარია, რომელიც ხვალიდან აღარ ექნებათ.

ღამის 12 საათიდან იკრძალება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი