დღევანდელი, 28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 195 გახდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 42 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.