დღევანდელი, 27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 106 328 გახდა.
აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დაინფიცირდა დამატებით 4 472 ადამიანი; გარდაიცვალა 34 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 42 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი