ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კარალეთში. მინივენის ტიპის და "მაზდას" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მძიმე დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.