ხმის ჩამწერ სტუდიაში DaHouse-ში პოლიცია და შრომის ინსპექცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" DaHouse-ის მენეჯერეის თანაშემწემ, მარიამ ფანგანმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, მათ პოლიცია შეკრების კანონის დარღვევაში სდებს ბრალს. მარიამ ფანგანი ამბობს, რომ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზსს, 144-ს, დაუკავშირდნენ, სადაც ოპერატორთან დააზუსტეს ინფორმაცია, რომ მათ ჰქოდნათ შეკრების უფლება იმ შემთხვევაში თუ ხმის ჩამწერი სტუდიიდან გარეთ არ გავიდოდნენ.
"ჩვენ ვართ ხმის ჩამწერი სტუდია, სანამ ხმის ჩაწერას დავანონსებდით დავრეკეთ 144-ზე, ვუთხარით თუ შეიძლება, რომ შევიკრიბოთ და თუ გვაქვს ამის უფლება და 144-ის ოპერატორმა გვითხრა, რომ თუ ეს ადამიანები არ გავლენ გარეთ და არ დაარღვევენ კომენდანტის საათს და თუ დილის 5 საათამდე გარეთ არავინ არ გავა, რა თქმა უნდა შეიძლება შეიკრიბოთ და აწარმოოთ თქვენი საქმიანობა, ამაში ხართ თავისუფლებიო. პოლიცია აქ 11-ის ნახევრისთვის მოვიდა, პირად საკუთრებაში ჩხრეკის ორდერის გარეშე შემოიჭრნენ, უბრალოდ მუსიკის ხმა გაიგეს. რომ შემოვიდნენ 5-6 ადამინს პირბადე არ ეკეთა, როგორც ვიცი ამაზე ჯარიმა დაგვიწერეს. რას საქმიანობს ბარიო? - ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ბარი არ არის, არანაირ კომერციული საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს იმიტომ, რომ ბარი არ მუშაობს. შპს ყველაფერი დარეგისტრირებული გვაქვს. გადაიღეს, ვაჩვენეთ, წავაკითხეთ, გავარკვევთო და არც სარეგისტრაციო კოდი არ გადაამოწმეს სანამ ჯარიმას დაწერდნენ. არ შეიძლება ცეკვა და მუსიკაო - ჩამწერი სტუდიაა აბა რა ვაკეთოთ მეთქი და არ შეიძლებაო. დაახლოებით 50-მდე ადამიანი ვართ,"- ამბობს მარიამ ფანგანი
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.