დღევანდელი, 29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 230 გახდა.
ავქე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით კი 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.