ხვალ კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დაპატიმრებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესის პარალელურად ხვალ, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაცია Facebook-ღონისძიებით ვრცელდება

"ხელისუფლება აგრძელებს ბინძური პროპაგანდის წარმოებას კარტოგრაფების წინააღმდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გადაცემაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ ეს მტკიცებულებები ნატალიასა და ივერისთვის იქნება სასარგებლო", - წერენ ღონისძიების ორგანიზატორები -  გხედავ • Gkhedav და Lelo For Youth • ლელო ახალგაზრდებისთვის

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი