პროტესტის 35-ე დღე ნამოხვანში - მოსახლეობამ დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში მოსახლეობის უწყვეტი აქცია გრძელდება - 35-ე დღეა შეკრებილები გიგანტური ჰესის მშენებლობის ადგილზე არიან და 105 მეტრიანი კაშხლის აგებას აპრტესტებენ.

მოსახლეობამ დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებით კი ამერიკის ელჩს მიმართა. 

"ხელისუფლება მთელი ამდენი ხნის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა. გვინდა, რომ ჩვენი არგუმენტირებული პროტესტი ავუხსნათ დიპლომატიურ კორპუსს და მოვუყვეთ, რა ხდება აქ", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

"საქართველოს ისტორიაში არსებობს მურვან ყრუ, რომელსაც არაფერი ესმოდა და თავისუფლად შეიძლება ამ ხელისუფლებასაც ეწოდოს ყრუ, რადგან არაფერი ესმის", - ამბობს ოპოზიციონერი გოგი წულაია. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ხეობას პროექტით საფრთხეს უქმნიან.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ამ თემაზე რაიმე წუხილი გადაჭარბებულია. ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი