ლოქდაუნისას თელავში საახალწლო განათებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი გამოიყო

გამოქვეყნდა:

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად კახეთი ახალი წლისთვის მაინც ემზადება. თელავში საახალწლო დეკორაციებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო. ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს ხელისუფლების მიერ გადადგმული კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯია.  

"თუ ადამიანები გარეთ არ ივლიან ჩემთვის ეს გაუგებარი და გაუმართლებელია ვის უნათებენ? რომ ვთქვა თავისთვის ინათებენ მეთქი ბიძინა ივანიშვილია ღამის 10 საათზე იძინება და მითუმეტეს არამგონია ჩვენ ქალაქში მოხვდეს და დაინტერესდეს ამ საახალწლო განათებებით. ეს ფული უნდა მოეხმარებინათ იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევრები დარჩენენ", - ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავჯდომარე კახეთში. 

პოზიციას არ იზიარებენ თელავის მერიაში. მერის მოადგილე. ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა წინასაახალწლო სამზადისი მოქალაქეების განწყობისთვის მნიშვნელოვანია. 

"ეს კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის მისამართით არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც ხდება ზრუნვა საახალწლო განთებებზე. მწვავე პანდემიის ფონი ძალიან ბევრ მომენტს მოიცავს ეს არის ერთერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მიმართება და მაშინ როდესაც ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ფონია ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც სეგმენტში უნდა მაინც უნდა იყოს საახალწლო განწყობა, რადგან იმედი კვდება ყველაზე უფრო ბოლოს", - თქფვა ფიქრია ყურშიტაშვილმა.

საახალწლო სამზადისი დაწყებულია გურჯაანშიც. მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა მაინც გამოიყოფა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი