"დაიღუპა ბრძოლის ველზე"-ეპიდემიას და სხვებზე ზრუნვას შეწირული ექიმები და ექთნები

გამოქვეყნდა:

Ოთარ დავითაძე ექთნის, ნადია შარვაშიძის ერთადერთი ჭირისუფალია. რადგან რამდენიმე დღეა რაც კოვიდ 19- მა მეუღლე წაართავა. 

Ნადია ონკოლოგიურად დაავადებული იყო, ოპერაციაც რამდენიმე დღის გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსთან ბრძოლაში ჩაერთო. 

Უჭირდა, ოპერაციისთვის სესხი აიღო და ფიქრობდა, რომ თუკი იმუშავებდა ვალების გადახდას შესძლებდა.  70 დღე კლინიკაში კოვიდ 19-ით დაავადებულ ადამიანებს ისე მკურნალობდა, რომ თავადაც ავად იყო, მოულოდნელად ამას კოვიდ -19 ით მისი დაინფიცირება დაემატა. 

ახალგაზრდა ექთანი, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, რომ პრაქტიკებისთვის ბათუმიდან შუახევში გადაცხოვრდა, მას შემდეგ ნადია იქცა სოფლის ერთადერთ იმედად, გაჭირვებულების ერთადერთ დამხმარედ და მშველელად. 

Შუა ხევში შეხვდა მის მომავალ მეუღლესაც ,  ახალგაზრდა მეზღვაურ, ოთარ დავითაძეს. Სამი შვილი ჰყავთ, მაგრამ გაჭირვებამ ისინი ქვეყნიდან წაიყვანა, საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებული შვილებმა დედა უკანასკნელ გზაზეც კი ვერ გააცილეს.  

Ექთნისთვის, რომელიც გაჭირვებამ იძულებული გახადა კოვიდ 19 დაავადებულებთან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით მიზერულ ხელფასზე ემუშავა, გასამრჯელოს დიდი ნაწილი არ მიუღია. Ბათუმში გარდაცვლილი ქალბატონის ცხედრის ამოსვენებაც ბათუმიდან შუახევამდე ოჯახს 800 ლარი დაუჯდა. 

Გამარჯვების მოლოდინში ექიმ რეანიმატოლოგ იაგო ტაკიძეს ბრძოლის ველიდან ორი მეგობარი გამოაკლდა. რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი და თერაპევტი ბენო ჭელიძე - კოვიდ 19-ს შეეწირნენ. 

Ისლამ საფაროვი 63 წლის 23 ნოემბერს გახდებოდა, ის 18 ნოემბერს დაიღუპა, უკვე  გამოჯანმრთელებული იყო და სახლში უნდა გაეწერათ , როდესაც მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

18 ნოემბერს, ღამის 2 საათზე, ისალმი მოულოდნელად გახდა ცუდად, მანამდე მართალია შორიდან, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის თვალის შევლება მაინც მოახერხა. Მოახერხა ისიც, რომ კოლეგები ენახა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღო. 

24 ნოემბერს ყველასთვის ძალიან საყვარელი და პროფესიონალი ექიმის ბენიამინ ჭელიძის გადარჩენა კოლეგებმა ვერ შეძლეს. Ბენიამინს საკუთარი შვილი, ექიმი თორნიკე ჭელიძე მკურნალობდა.

Ბენო ჭელიძის ღვაწლსა და თავდადებაზე ყოფილი სტუდენტები და ახლა უკვე კოლეგებიც საუბრობენ, 

თერაპევტი ზოია ? ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ცოვიდ 19 დაამარცხა, ისე, როგორც დანარჩენმა კოლეგებმა, რომელბიც დრემდე იბრძვიან კოვიდის წინააღმდეგ.

200 -მდე მედპერსონალი თავდაუზოგავად შრომობს, რომ კოვიდს ხელიდან ადამიანების გამოგლიჯოს და მათ სოცოცხლე შეუნარჩუნონ. ამისთავის ხშირად საკუთრ ჯანმრთელობაზე უარის თქმა უწევთ, მაშინ, როდესაც თავადაც დაინფიცირებული არიან პაციენტებზე ზრუნვას არ წყვეტენ. 

რაც დარეჯან დევიძე , სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაიღუპა. იგი 25 დღე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

Საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების რიცხვი, ისე როგორც მსოფლიოში მაღალია.

უხილავ მტერთან ბრძოლაში მედ პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა ბაღდადში დაფიქსირდა. 27 ოქტომბერს კი ბაღდადის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმი გარდაიცვალა, მას შემდეგ საქართველოში 15 -მდე მედიკოსი დაიღუპა. 

COVID19-ით დაიღუპა, ექიმი ტრავმატოლოგი,  ზურაბ არდაზიშვილი, „იმედის კლინიკის“ ექიმი გინეკოლოგი , 57 წლის ზაზა იმერლიშვილი, ქო­ბუ­ლე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი 70 წლის ლალი ბა­ლა­ვა­ძე და  Ქუთაისში,  62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი