ბათუმში, Reformerfitness -ში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, კლუბის გარეთ ხალხმრავლობაა. ადგილზე მისულები არიან მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელობას.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. დაწესებულებაში შესვლა და გამოსვლა აკრძალული აქვს ყველას.
ფიტნეს კლუბთან შეკრებილები ამბობენ, რომ პოლიცია კრიმინალის ნაცვლად ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესს ებრძვის. ოპოზიცია ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.
ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Reformerfitness -ში პოლიცია შევიდა
ავტორი თეა ვაშალომიძე