ყაზბეგის გამზირზე, "ავერსის" აფთიაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ერთი პირი, სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარების ბრალდებით დააკავა.
დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებმაც ფსიქოტროპული აბები მოითხოვეს, თუმცა რეცეპტი არ ჰქონდათ, რის გამოც ჩხუბი ატეხეს. ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.