დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა კარტოგრაფებს პატიმრობაში

გამოქვეყნდა:

დატოვებს თუ არა სასამართლო ორ კარტოგრაფს პატიმრობაში, დღეს გახდება ცნობილი. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

ვიდრე მოსამართლე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ადვოკატები პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ პოლიტიკურ ტყვეობაში უკანონოდ დაკავებული კომისიის წევრები.

უცვლელია უფლებათდამცველების კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც საქმეში ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი