კოვიდ-აფეთქება სამაშველოში - ქვეყანაში მეხანძრეების რესურსი ამოწურულია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარი კოვიდ-აფეთქების გამო,  ქვეყანაში მეხარძრეების რესურსი ამოწურულია. 

მთელი თბილისის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ ორი ჯგუფი განაგრძობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანებიც ვირუსის მატარებლები იყვნენ.

112-ის თანამშრომელი ამბობს, რომ ერთერთ ღამის ჯგუფს ტესტს მიზანმიმართულად არ უკეთებენ, რადგან კორონავირუსის მორიგი შემთხვევა არ დაფიქსირდეს.

"ერთი მეორეს მიყოლებით ხდება დაავადება. ერთი სმენის ხალხი განგებ არ მიჰყავთ ტესტირებებზე, იმიტომ, რომ იციან, უეჭველად ამოუვარდებათ [დაინფიცირება]. ამით შეიქმნება სერიოზული დეფიციტი - დასახურიც გახდება. თანამშრომელთა ნახევარი უკვე დაავადებული არის, იზოლაციაშიც არიან", - ამბობს ანონიმური რესპონდენტი.

რადგან ტესტირება სპეციალურად არ ტარდება, გამოძახებაზე გასვლის შემთხვევაში მოსახლეობის ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკიც მაღალია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი