საქართველოში COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 267 გახდა. 

ავქე - ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დამატებით 3 216 ადამიანი ინფიცირდა, 3 937 კი გამოჯანმრთელდა

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 135 584 
  • გამოჯანმრთელებულია - 113 986 
  • გარდაცვლილია - 1 267 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 383
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი