ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ საქართველოში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 67 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1177 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

"პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში. 

შსს მოქალაქებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფრთხილებს, რომ გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი