მოსამართლეს არ აღმოაჩნდა გამბედაობა - ადვოკატები კარტოგრაფების საქმის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ 

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის ადვოკატები, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაკავებული მეცნიერები პატიმრობაში დატოვა, გაასაჩივრებენ.

პირველი კომენტარები უფლებადამცველებმა სხდომის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გააკეთეს და თქვეს, რომ მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.

"ამ საქმის სპეციფიკიდან და მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულს გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღო სასამართლომ, დატოვა ადამიანები პატიმრობაში, სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა და მოსამართლეს ეს გამბედაობა, როგორც ჩანს არ აღმოაჩნდა და ეს გამბედაობა მართმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო და არის ძალიან მცირე, იმიტომ რომ ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწტყვეტილების მიღებას," - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა

მოსამართლემ დღეს, 30 ნოემბერს 214 ადამიანის თავდებობა არ გაითვალისწინა და დაკავებული მეცნიერები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი